ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ გრძელდება მოლაპარაკებები ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია ენკასთან და ამბობს, რომ ახლა თანაბრად განიხილება პროექტის გაგრძელება და გასვლა.
“თანაბრად განიხილება ახლა, ამ ეტაპზე, როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე მათი მხრიდან პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან ჩვენი შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ, რომ შემხვედრის სურვილიც სახეზეა, არბიტრაჟის გარეშე მოხდეს შეთანხმება”,- ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

