ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

საქსტატი: საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.8%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 266.7 მლნ. ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს წინა წელთან შედარებით 6.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო დეფლატორის პროცენტულმა ცვლილებამ 7.3 პროცენტი შეადგინა.

უწყების ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 14.8 პროცენტი და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 11.7 პროცენტი.

ამასთან, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: 8.1 პროცენტიანი ზრდა იყო სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის მიმართულებით, 8.6 პროცენტიანი განათლების, სამთომოპოვებითი მრეწველობა 12.4 პროცენტით გაიზარდა, 2.3 პროცენტით სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა – სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 2.8 პროცენტით გაიზარდა, ინფორმაცია და კომუნიკაცია კი 2.6 პროცენტით.

კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-44.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-23.0 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (-7.1 პროცენტი), მშენებლობა (-8.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-4.7 პროცენტი).

იტვირთბა....