ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ენმ-ის ორგანიზებით, ხვალ, თბილისის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია გაიმართება

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მორიგი აქცია 12 ნოემბერს, 14:00 საათზე თბილისში, ორ ლოკაციაზე გაიმართება.

მისი თქმით, აქციები მეტროსადგურ 300 არაგველთან და დიდუბესთან ჩატარდება.

“გეგმა უცვლელია გამარჯვებამდე. ხვალ, ჩვენ შევიკრიბებით ორ, გეოგრაფიულად განსხვავებულ წერტილში – თბილისში, 300 არაგველის მეტროსთან 14:00 საათზე და დიდუბის მეტროს ქვედა მხარეს, ასევე 14:00 საათზე. ბრძოლა გამარჯვებამდე, ბრძოლა ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავლამდე”, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი ქვეყანაში მასშტაბურ აქციებს აანონსებს. ისინი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. ამასთან, მათივე განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

იტვირთბა....