საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააცნო.
“მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას, უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი”, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
შეგახსენებთ, რომ დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-10 დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს.

