ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვოლსკი სააკაშვილზე: ძალადობრივი მოპყრობა არ გადასცდა იმ ფარგლებს, რომელიც დადგენილია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ციხის საავადმყოფოში ძალა გამოიყენეს, თუმცა ის არ გადასცდენია “დადგენილ ფარგლებს”.

“თქვენ არ ხართ ფსიქოლოგი და არც კინომცოდნე, რომ ზუსტად შეაფასოთ რა მდგომარეობაა და როგორ მოხდა. გათამაშებული ბევრი რამ გვინახავს. ძალადობრივად მოექცნენ, სამწუხაროდ, ესაა ციხე, დაწესებულებაა, რომელშიც გარკვეული რეჟიმი არსებობს და უნდა დაემორჩილო ამ რეჟიმს, მაგრამ ძალადობრივი მოპყრობა არ გადასცა იმ ფარგლებს, რომელიც არის დადგენილი და რომელიც არ გულისხმობს ადამიანის ფიზიკურ დაზიანებას”, – ამბობს ვოლსკი.

იტვირთბა....