მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, თუ შიმშილობა, როგორც ბრძოლის ინსტრუმენტი, უკვე ექსპრეზიდენტისა და ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს, მაშინ მის ჩანაცვლებაზე უნდა იფიქრონ. ამის შესახებ მან გლდანის ციხეში შესვლამდე ისაუბრა.
“მე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ამ სახელმწიფოს დამფუძნებელმა კვლავ უნდა დააფუძნოს ეს სახელმწიფო და გადაარჩინოს რუსეთის მიერ დაპყრობისგან. ეს ჩემი პოზიციაა, რასაც მე მიშას ვეტყვი აუცილებლად.
შიმშილობა იყო ინსტრუმენტი და როცა ეს ინსტრუმენტი მუშაობს, ის მუშაობს. მაგრამ თუ ბრძოლის ეს ფორმა უკვე მიშასა და ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმუშავებს, მე ვფიქრობ, რომ დროა, ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა ამ ინსტრუმენტის გადახედვაზე, ჩანაცვლებაზე ამ ფორმის”,- ამბობს გვარამია.

