ქართული ოცნების დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებული კადრებიდან საზოგადოებამ დაინხა, რომ მისი შიმშილობა იყო სპეკულაცია.
“ამ კადრებით საზოგადოებამ დაინახა ორი რამ. ერთი ის, რომ ჩვენ ვამბობდით სახელმწიფოს და პენიტენციურ სამსახურს აქვს ვალდებულება პატიმარზე იზრუნოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით… მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი. თქვენ ნახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სამწუხაროდ, შესვლაზე უარი განაცხადა და ბადრაგს მოუწია, ის იძულებით გადაეყვანა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობს სტაბილურობის გამო.
მეორე რამ, რაც დაინახა საზოგადოებამ… 40 დღეზე მეტი მოშიმშილე ადამიანი როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს. რასაც ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, მისი შიმშილობის ფაქტი იყო სპეკულაცია, ეს დადასტურდა და მეორე ის, რომ ბადრაგის თანამშრომელს ფიზიკურად შეურაცხყოფას აყენებს.
ამით ორი რამ დაინახა საზოგადოებამ. როცა გინდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოფილი იყო, უნდა დაემორჩილო ბადრაგს და სამედიცინო დაწესებულებაში შეხვიდე. საზოგადეობამ დაინახა, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე”,- ამბობს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს როგორი ძალის გამოყენებით გადაყვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში.

