ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკუჩავა: გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული უმძიმესი კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური შურისძიება და პრეზიდენტი სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი.

“ეს უმძიმესი, შემზარავი კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქმე გვაქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომელსაც არაფრად უღირს არც ადამიანის ჯანმრთელობა, არც სიცოცხლე და არც ადამიანის ღირსება. როგორც ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა მშვიდობიანი პროტესტით უნდა ავიმაღლოთ ხმა და უნდა დავიცვათ არა პრეზიდენტ სააკაშვილის ღირსება, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსება იმისთვის, რომ ეს ამ ქვეყანაში აღარასოდეს რომ აღარ განმეორდეს და იმისთვის, რომ ადამიანები, ვინც ამაზე პასუხისმგებელი არიან, პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური შურისძიება. პრეზიდენტი სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი.

რა თქმა უნდა, დაცვის მხარე დაუყონებლივ მიაწოდებს ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოს და დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ ერთხელ დააჩქარებს მისი საქმის განხილვას, ძალიან მალე სამყარო დაინახავს, როგორ ექცევიან ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და მოისმენენ სიმართლეს ევროპული სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების სახით”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

იტვირთბა....