გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, პენიტენციურის მიერ გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ ხელისუფლება იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში საკუთარი ნებით გადავიდა.
“გამოჩნდა, რომ ტყუილია, როცა იძახდნენ, რომ საკუთარი ნებით გადავიდაო და გამოჩნდა როგორ ექცევიან ყოფილ პრეზიდენტს. საგიჟეთია.. რატომ აკეთებენ ამას, ერთადერთი ახსნა მაქვს – ამ ადამიანს ჰყავს უამრავი მხარდამჭერი, ასობით ათასი ადამიანი, მათ შორის ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან გამწარდებიან ამ კადრებით. თუ მართლა გიჟი არ ხარ და სამოქალაქო დაპირისპირება არ გინდა ქვეყანაში ან მართლა ვიღაცის დავალებას არ ასრულებ, ეგ კადრები რატომ უნდა დადო, არ მესმის”, – ამბობს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს როგორი ძალის გამოყენებით გადაყვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში.

