aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აქცია ქუთაისში: ერაყელ სტუდენტებს უთხრეს, რომ საშიშები არიან და საცხოვრებლებიდან აგდებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაყელმა სტუდენტებმა აქცია გამართეს. საპროტესო აქციის მიზეზი ბინადრობის უფლების შეჩერება გახდა.
10 ერაყელი სტუდენტი უნივერსიტეტისგან დახმარებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ იუსტიციის სამინისტრომ საქართველოში ბინადრობის უფლება შეუჩერა და უნივერსიტეტის ადმიანისტრაციას შეუძლია მათი დახმარება.

“შეგვიჩერეს ბინადრობის უფლება და მიზეზი არ უთქვამთ. მხოლოდ გვითხრეს, რომ ჩვენი საქართველოში ყოფნა საშიშია. ჩვენ არ გვქონია რაიმე პრობლემა, თუნდაც ჯარიმა, რაც ბინადრობის უფლებას შეგვიჩერებდა. ჩვენ არ ვართ საშიში. დღეიდან ვიწყებთ აქციებს, არ ვაპირებთ შევიდეთ ლექციებზე სანამ არ დაგვეხმარება უნივერსიტეტი,” – განაცხადა მუსტაფა კარაკულიმ.

აქციაზე მყოფი სტუდენტების განცხადებით, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაეხმარა 4 ერაყელ სტუდენტს, რომლებსაც გაუგრძელდათ საქართეველოში ბინადრობის უფლება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის შალვა კირთაძისგანცხადებით, უნივერსიტეტმა ყველაფერი გააკეთა ერაყელი სტუდენტების დასახმარებლად.

“ამ ეტაპზე უნივერსიტეტს რაც ხელეწიფება მაქსიმუმი გააკეთა. ჩვენ გადავეცით სტუდენტების დახასიათებები და ცოდნის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები შესაბამის ორგანოებს. ისევე როგორც 4 ერაყელ სტუდენტზე, რომლებსაც სახელმწიფომ გაუგრძელა საქართველოში ბინადრობის უფლება, იგივე ქმედებები განვახორციელეთ იმ 10 სტუდენტზეც,” – განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძემ.

წყარო: kutaisipost.ge

 

 

იტვირთბა....