ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ოცნების რეჟიმმა, მიიღო მათთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომ თავად გაევრცელებინათ სააკაშვილის კადრები

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პენიტენციური უწყების მიერ გავრცელებული კადრები არის მათ მიერ გადადგმული იძულებითი ნაბიჯი.

მისი თქმით, მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მოუწევდათ ამ ვიდეოკადრების მიწოდება.

„პენიტენციური უწყების მიერ გავრცელებული კადრები არის იძულებითი ნაბიჯი მათ მიერ გადადგმული. მათ იცოდნენ, რომ სხვადსხვა გზით, ადრე თუ გვიან ეს კადრები გავრცელდებოდა. ისიც იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მოუწევდათ ამ ვიდეოკადრების მიწოდება დასტურად იმისა, როგორ იქნა მიხეილ სააკაშვილი რეალურად ძალადობით შეყვანილი გლდანის ციხეში და ურთულესი დილემის წინაშე მდგომმა ოცნების რეჟიმმა, მიიღო გადაწყვეტილება მათთვის ძალიან მტკივნეული, რომ თავად გაევრცელებინათ ეს კადრები“, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

იტვირთბა....