ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბრეგაძე სააკაშვილზე: ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანას, ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს.

“მინდა, გავაკეთო განცხადება ბოლო დღეების განამვლობაში გავრცელებულ ამ მავნებლურ ბრალდებებზე. დავიწყებ ტერმინი გატაცებით, რომელსაც შეგნებულად ამკვიდრებენ ჩვენი ოპონენტები და უნდათ, მოახდინონ მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, დაარწმუნონ საზოგადოება, თითქოსდა ჩვენ ვინმე გავიტაცეთ. საერთოდ, როგორ არის შესაძლებელი, საუბრობდე სახელმწიფო ინსტიტუციაზე და ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანას უწოდო გატაცება. ეს არის სწორედ ძალიან დიდი მავნებლობა.

მე არ ვპასუხობ ჩვენს ოპონენტებს, ვპასუხობ საზოგადოებას, თუ რა იგულისხმებოდა გატაცებაში. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ჩვენმა ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, რომელიც გულისხმობს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმრის მეორე დაწესებულებაში გადაყვანას

როგორც მოგეხსენებათ, მან უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად და მსგავი რისკების მინიმალიზაციის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გადაყვანილი ყოფილიყო მე-18 სამკურანლო დაწესებულებაში, სადაც მასზე სამკურანლო მეთვალყურეობა იქნებოდა ბევრად უფრო მჭიდრო. შესაბამისად, ეს რისკი იქნებოდა სრულად მინიმალიზებული. ის ამჟამად განთავსებულია მე-18 სამკურანლო დაწესებულებაში და მასზე სრულად ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

აქვე, გასათვალისწინებელი იყო უსაფრთხოების რისკები, ჩვენ მრავალგზის ვისაუბრეთ სუს-ის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე, რომელზეც ცხადი გახდა, რომ დაახლოებით 500-600- კაციანი ჯგუფი გეგმავდა ხელშეშლას მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანაზე.  გადაყვანა რომ განხორციელებულიყო სხვაგან, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მომხდარიყო. აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სპეციალური პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელს, რომელმაც მოახდინა პატიმრის უსაფრთხოდ გადაყვანა ამ დაწესებულებაში, რომელშიც ის იმყოფება. აქვე, ბუნებრივია, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კოლეგებს მხარდაჭერისთვის”,- ამბობს ბრეგაძე

იტვირთბა....