ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოუწოდებს ყველას, რომ პატივი სცენ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ მისი აღსრულებისთვის, რაც შეიძლება სწრაფად.
“მივესალმები სტრასბურგის ამ შუალედურ ღონისძიებას, რომელიც იმედისმომცემი პირველი ნაბიჯია ამ საკითხზე. აქ ორი მოთხოვნაა გაერთიანებული, ერთია შიმშილობის შეწყვეტის მოწოდება, მეორე კი ხელისუფლებისადმი მოწოდებაა, რომელიც სავალდებულოა, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი უსაფრთხოების დაცვას ეხება. მოვუწოდებ ყველას, რომ პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და განახორციელონ ის, რაც შეიძლება სწრაფად”,- ამბობს ჰარცელი.

