პოეტი პაატა შამუგიას თქმით, კადრები რომეიც პენიტენციურმა გაავრცელა, სადაც ჩანს როგორ გადაჰყავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში, არის მთელი ქვეყნის შეურაცხყოფა.
“ეს კადრები არის მთელი ქვეყნის შეურაცხყოფა, ინსტიტუტების, ისტორიის, საერთოდ ყველაფრის შეურაცხყოფა. რა ბოღმაც არ უნდა გქონდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ნაშიმშილარ კაცს ძალით მიათრევენ და ამას აყურებინებენ მთელ მსოფლიოს. თან მთელი კვირა ამტკიცებდნენ, თავისი ნებით წამოვიდაო. თფუი”,- წერს პაატა შამუგია.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს როგორი ძალის გამოყენებით გადაყვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში.

