დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და ამით უგულებელყო მთავრობის ყველანაირი სპეკულაცია.
“ეს ორი კვირა ჩვენთვის ყველასთვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, არის შანსი, რომ გამოვიდეთ ამ ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი კრიზისიდან. ახლა დადგა მომენტი, როცა საერთაშორისო, ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი გვეუბნება – მორჩით მაიმუნობას, გამოუშვით ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში დაისჯებით. ეს რა თქმა უნდა, ჩემი მარტივი სიტყვებით ინტერპრეტაციაა, რომ არ იყოს აქ საფრთხე, ისინი ამ საქმეს არ მიიღებდნენ”,- ამბობს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის ადაიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

