ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

გოცირიძე: საპატრიარქოს განცხადება სამარცხვინოა, ეკლესია გადაიქცა ოცნების რელიგიურ დანამატად

[su_quote]საქართველოს საპატრიარქოს განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არის სამარცხვინო. ეკლესია გადაიქცა “ქართული ოცნების” რელიგიურ დანამატად, ისევე როგორც სუსი გახდა პარტიის ძალოვანი ნაწილი. “როცა რელიგია ერთიანდება პოლიტიკასთან, იბადება ინკვიზიცია”- ამბობდა ალბერ კამიუ. არ გაუვათ არც საერო და არც სასულიერო ინკვიზიტორებს ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება, არ გაუვათ მიხეილ სააკაშვილის გატეხვა.

მიშამ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, თუნდაც იმიტომ, რომ არ გაახაროს ესენი შიმშილობის ფატალურად დამთავრების ან მისი ჯანმრთელობის გამოუსწორებლად დაზიანების გამო[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე, რითაც ეხმაურება საპატრიარქოს განცხადებას, სადაც ის მეუფე ნიკოლოზის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ შიმშილობის მარხვასთან გაიგივება მარხვის არსის დაკნინებაა.

იტვირთბა....