საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში აქვს დაზიანებები.
“ტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, ჯერ არ დამთავრებულა, ადრე გამოვედი, რადგან ჩემი საქმე დასრულდა. მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა გარეგანი დათვალიერება. აქვს დაზიანებები, უფრო მეტ ინფორმაციას კომისიის წევრები მოგაწვდიან. სხვადასხვა ნაწილებში აქვს დაზიანება, მე შევამჩნიე ჩემი თვალით. ეს დაზიანებები ასევე იყო აღბეჭდილი ფოტოსურათზე”, – განაცხადა ყიფშიძემ.
შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 41-ე დღეა შიმშილობს. როგორც სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ, გლდანის ციხეში გადაყვანისას განაცხადა, მასზე ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდა.

