ძალიან მშვიდად, მაგრამ მტკიცედ განგრძობადი პროცესი, რომ იქნება. ორგანიზებული, ხალხმრავალი, საპროტესტო მოძრაობა დაიწყო. ვესაუბრე ძალიან გულახდილად. ვესაუბრე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არის პრაქტიკულად გაუქმებული, რომ ნდობა არჩევნების მიმართ აქვს დაკარგული. ყოველთვის ვცდილობდი ასე არ მესაუბრა. ამომრჩევლისთვის არ დამეკარგა ნდობა, რომ არჩევნების გზით არის ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელი. მაგრამ არც პროკურატურა არ არის პროკურატურა ,არც მართლმსაჯულება არაა მართლმსაჯულება, არც ცენტრალური საარჩევნო კომისია. ყველაფერი ერთ ადამიანს ექვემდებარება. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ, გვაქვს დემოკრატიული წესწყობილება თუ გვაქვს ოლიგარქიული წესწყობილება. ორივე ერთად, უბრალოდ, ვერ გექნება.
იტვირთბა....