ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მასშტაბური პროტესტი: ნაცმოძრაობა “გაზპრომთან” ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რუსული “გაზპრომის” შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვს ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია დაიწყებს აქტიურ კამპანიას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტის და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზების მიზნით. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა.

„საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხისგან დაფარულად აწარმოებს ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს, რაც ითვალისწინებს რუსული გაზპრომის შემოსვლას საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე.

მთავრობის განცხადებები თითქოსდა აღნიშნული ქმედება ხორციელდება პრაგმატული დივერსიფიკაციის მიზნით, არის სიცრუე: გაზის მოწოდება განხორციელდება გაზპრომის მილსადენით, გაზპრომის სრული კონტროლით და შესაბამისად, პირდაპირ უკავშირდება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესს.

ხელისუფლების ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგეტიკულ. დამოუკიდებლობას და ლახავს ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტს”.

შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო რუსულ კომპანია “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოებეს რუსეთიდან გაზის იმპორტთან დაკავშირებით. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამას დივერსიფიკაციის მნიშვნელობით ხსნის.

იტვირთბა....