ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეტრეველი: სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ, რომ ნაციონალები არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში

ნამდვილად მძიმე დღეა დღეს და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ეს დღეს არ დაავიწყდება ქართველ ხალხს და ეს შავ ლაქად შევიდა ისტორიაში, – ამის შესახებ ია მეტრეველმა განაცხადა.

„7 ნოემბერი, სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი საშინელი, ტრაგიკული დღე, სადაც სასტიკად გაუსწორდნენ თავისივე მოქალაქეებს, რასაც არაერთი ადამიანი შეეწირა და არ შემიძლია. არ შემიძლია არ ვახსენო კობა დავითაშვილი, რომელიც სასტიკი ცემის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. ეს იყო უმძიმესი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მარტო ეს დღეა საკმარისი სააკაშვილისთვის, რომ სადაც ახლა ბრძანდება, იქ არის მისი ადგილი. მის მომხრეებს, დღეს რომ კიდევ თავის გამართლება უნდათ და შავზე თეთრს გვიმტკიცებენ, ესენი არიან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც საშინელება მოუტანა თავის ერს. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს „ნაციონალური მოძრაობა“. მინდა, ხელისუფლებას მივმართო, აღარ შეიძლება ასე გაგრძელება, აღარ შეიძლება ამათ პროვოკაციების გაძლება და ყველამ პასუხი უნდა აგოს იმაზე, თუ რამე დააშავეს. ქართველი ერი არ დაუშვებს ნაციონალების დაბრუნებას ხელისუფლებასში. შევეწირებით და სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ისინი ხელისუფლებაში არ დაბრუნდნენ”,- განაცხადა ია მეტრეველმა.

პარლამენტის შენობასთან მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარ მოვლენებს იხსენებენ.

 

იტვირთბა....