ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

ხაინდრავა 7 ნოემბერზე: ვინც ეს ჩაიდინა, მათთვის საქართველო სამშობლო არ არის

[su_quote]უბედურება იმაშია, რომ ვინ ეს ჩაიდინა, მათთვის საქართველო სამშობლო არ არის, ეს არის მაგათი ვნებების დასაკმაყოფილებელი ასპარეზი და როგორც მათმა ბელადმა თქვა უარი არამარტო საქართველოს მოქალაქეობაზე, არამედ წარმომავლობაზე თქვა უარი. მე არა ვარ ქართველიო, ართული ღირებულებები ჩემთვის არაფერს არ ნიშნავსო – არც სუფრა, არც ღვინო, არც მეგობრობა. მე უკრაინელი ვარო[/su_quote]

ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პარლამენტის შენობასთან უცნობის ორგანიზებით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქციის დარბევიდან 14 წელი გავიდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადამიანები. მოგვიანებით კი ტელეკომპანია იმედის ოფისშიც შევიდა.

იტვირთბა....