ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

დუმბაძე: ნათია თურნავამაც რომ იშიმშილოს, იმასაც ვიდარდებ

[su_quote]მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც გაგანია ნაციონალი და 5-იანი იყო, ვიცნობ მე ამ ქალბატონს, შევხვედრივარ და ნაკამათებიც მაქვს, როცა ერთხელ აჭარაში იყო ჩამოსული. გაგანია 5-იანი, როგორ უწევდა აგიტაციას, რომ 5-იანის გარდა არავის არაფერი არ უნდა მოეხაზა. ეს არის ქალბატონი ნათია თურნავა, რომელიც ამბობს, რომ დედამიწაზე იმდენი ადამიანი შიმშილობს, ახლა ეგ [მიხეილ სააკაშვილი] მადარდეო. დედამიწაზე რომ ადამიანი შიმშილობს, იმასაც ვდარდობ და არამარტო მიხეილ სააკაშვილს. ნათია თურნავამაც რომ იშიმშილოს, იმასაც ვიდარდებ, ისიც ჩვენი მოქალაქეა[/su_quote]

ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურმან დუმბაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

იტვირთბა....