ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ბარამიძე: ვის შეუძლია, უბრძანოს სააკაშვილს? – არავის, მხოლოდ ერთია, ღმერთი ცაში და ქვემოთ ქართველი ხალხი

[su_quote]ვის შეუძლია, უბრძანოს მიხეილ სააკაშვილს? – არავის არ შეუძლია, მხოლოდ ერთია, ღმერთი ცაში და ქვემოთ ქართველი ხალხი, ქართველი ხალხი და მიშა, შენ ხარ უმაღლესი მთავარსარდალი ამ ხალხის, რომელსაც უნდა გაუძღვე წინ ამ მშვიდობიან, არაძალადობრივ რევოლუციაში გამარჯვებამდე. შენ არ გაქვს უფლება, მოკვდე, ჩემო ძმაო, ჩვენო ლიდერო, ჩვენო პრეზიდენტო, ჩვენო მთავარსარდალო, ქართველი ხალხი გიბრძანებს, არ მოკვდე და თუ საჭიროა, ამისთვის შიმშილობაც უნდა შეწყვიტო და ვალდებული ხარ, როგორც რომან შამათავამ გითხრა, არის, ბატონო პრეზიდენტო, ასე უთხრა ხალხს ამ ბრძანებაზე.

ამიტომ, თუ ამას ეტყვის ქართველი ხალხი, ის ვალდებული იქნება, ასე გააკეთოს, მე არ მაქვს უფლება, თქვენი სახელით ვილაპარაკო, მაგრამ ხალხია პირველი და ხალხია მთავარი, ვისაც ნებისმიერი პოლიტიკოსი ემსახურება და ვისაც პოლიტიკოსი თუ ნებისმიერი სახელმწიფო მოღვაწე უნდა ემორჩილებოდეს. ამიტომ, ჩემო მიშა, მოისმინე ხალხის ხმა, მტრის ჯინაზე არ მოკვდე, იყავი ცოცხალი, იყავი გამარჯვებული, გაუძეხი ხალხს წინ და საქართველო გაიმარჯვებს აუცილებლად[/su_quote]

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გია ბარამიძემ რუსთავის ციხესთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იტვირთბა....