ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უდუმაშვილი: ჩვენი ამოცანაა სააკაშვილი სასწრაფოდ გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში – აღარ შეიძლება გადადება

ახლა ჩვენი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ იქნას გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მას სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება გაეწევა, რადგან აქ არის საუბარი კონკრეტულ საათებზე და დღეებზე, – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა რუსთავის ციხესთან განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„მნიშვნელობა არ აქვს, 100, 1000 თუ 10 000 კაცი შეიკრიბება, ათასობით პოლიციელი ყოველთვის გამოჰყავთ, რასაც ვერ ვხედავთ იმ აქციებზე, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ მართავს, ერთი-ორი ეკიპაჟით შემოიფარგლებიან ხოლმე, მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ  მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ იქნას გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მას სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება გაეწევა, რადგან აქ არის საუბარი კონკრეტულ საათებზე და დღეებზე. ძალიან მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, აღარ შეიძლება გადადება. მითუმეტეს, დღეს გავრცელდა მისი განცხადება, რომ უარს აცხადებს უკვე მედიკამენტების მიღებაზეც, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ მას სიკვდილი მიუსაჯეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ – ჩვენ, საზოგადოებამ, პოლიციამ, სამოქალაქო სექტორმა, ყველამ ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე და ხვალინდელი მომავალი, რომ სასწრაფოდ გადავარჩინოთ  მიხეილ სააკაშვილი და უზრუნველვყოთ, რომ მას გაეწიოს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

იტვირთბა....