ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჟორჟოლიანი სააკაშვილზე: დაიდოს მასალა როგორ ჭამს – ახალი ნაოპერაციები ადამიანი არაჟნების მაცივრით არ ჩამოდის ქვეყანაში

ეს მითების და ბოროტი ლეგენდების ხელისუფლება ეს. მიშა ფაფებს ჭამს, კუჭის რეზექციის გამო სხვა საკვები არაფერი შეიძლებაო, დაჭერამდე ხინკალი ძლივს გააგდებინეს ხელიდან. ახალი ნაოპერაციები ადამიანი არაჟნების მაცივრით არ ჩამოდის ქვეყანაში. ვითხოვთ მასალას! დაიდოს მასალა როგორ ჭამს. თუ არ დაიდება აღიარებაა რომ იტყუებით. რაც შეეხება რეზექციას, გაკეთებული აქვს წლების წინ და სხვათაშორის უკმაყოფილო იყო, წონა ვერ დამაკლებინაო

ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 36 დღეა შიმშილობს, თუმცა დღეს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ფაფას და წვენს მიირთმევს.

იტვირთბა....