ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილის ექიმი: არ ვიცი, მე არ მინახია მისი ფაფის ჭამა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექიმი ამბობს, რომ მისი ფაფის ჭამა არ უნახავს და არ იცის იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებაზე რა კომენტარი გააკეთოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“არ ვიცი, მე არ მინახავს მისი ფაფის ჭამა, არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს. არ მინახია მე ფაფა, ჰკითხეთ ბადრაგს, ექიმებს, ექთნებს, ბევრი ხალხია. ყველგან კამერებია”,- ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთევის პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 36 დღეა შუმშილობს, თუმცა დღეს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ფაფას და წვენს მიირთმევს.

იტვირთბა....