aviabiletebi
მთავარი საზოგადოება ციტატა

მეგრელიშვილი ჭყონიაზე: ახალგაზრდებს მიზერულ ფასად წალენჯიხაში დაასაქმებს და ხმამაღლა წამოსცდება, ტვინდაჟანგული არიანო

ქალაქში, სადაც თემურ ჭყონიას თქმით, თურმე, „ტვინდაჟანგებული, სეზონურად მოაზროვნე და ქურდი ქობულეთელები“ ცხოვრობენ, საკუთარი სახლი აქვს და საკუთარ ბიზნესსაც წარმატებით ავითარებს. მის კუთვნილ სასტუმრო „ჯორჯიან პალასში“ მთელი სეზონის განმავლობაში, ყოველგვარი გრაფიკის გარეშე, მინიმალური ანაზღაურების ფასად ემსახურებიან ახალგაზრდები ჩამოსულ სტუმრებს.

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამწუხაროდ, 18-19 წლის გოგონები და ბიჭები არაერთხელ გამხდარან სასტუმროს შეზარხოშებული კლიენტების მხრიდან უხეშად მოპყრობის მსხვერპლნი. მათი დამატებითი შრომის ანაზღაურებაზე კი საუბარიც ზედმეტია.

თემურ ჭყონია კმაყოფილია ფულის კეთებით იქ, სადაც მისივე თქმით, თურმე, „ტვინდაჟანგებული, სეზონურად მოაზროვნე და ქურდი ქობულეთელები“ ცხოვრობენ.

არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მზე წალენჯიხიდან ამოდის. მთავარი არხის მამამთავარმა განაცხადა ამინდის პროგნოზის ჩვენებისას ჩამონათვალში პირველი წალენჯიხა იქნებაო. მოკლედ, წალენჯიხაა ახლა ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური სამოთხე და ამ სამოთხეში ბიზნესიც გაკეთდებაო, განაცხადა თემურ ჭყონიამ. ბევრ ფულს ჩავდებ წალენჯიხის განვითარებაშიო… სინამდვილეში ჭყონია იმ ბიზნესმენთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ტყუილად ფულს არაფერში და არსად დებს. ქობულეთის მაგალითზე ახლა უკვე წალენჯიხაში დაასაქმებს ახალგაზრდებს მონური შრომით, მიზერულ ფასად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიფთან პოლიტიკურ ქულებს ჩაიწერს და გულახდილ საუბრებშიც ერთ დღესაც ვეღარ დამალავს და საკუთარი ფიქრი ხმამაღლა წამოსცდება – წალენჯიხაშიც ტვინდაჟანგული სეზონურად მოაზროვნე, ქურდი წალენჯიხელები არიანო

წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი, რითაც ეხმაურება ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებას, რომელიც მზად არის, შეუერთდეს ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და საკუთარი ბიზნესანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანოს.

იტვირთბა....