aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: უკომპრომისო ბრძოლა იქნება! ორლესული ნიჩაბიც რომ მოიქნიო ივანიშვილო, თავს შევუშვერ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის ბრძოლა უკომპრომისო იქნება, რომელიც გამარჯვებით დასრულდება.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში თუ ხელისუფლება ნაბიჯს არ გადადგამს, საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება.

“ბოლომდე უკომპრომისო ბრძოლა იქნება! ორლესული ნიჩაბიც რომ მოიქნიო ბიძინა ივანიშვილო, თავს შევუშვერ. ის მაინც ვიცი, რომ უსამართლობას თვალი არ გავუსწორე, ის მაინც მეცოდინება, რომ თქვენთან ბრძოლაში და თქვენზე გამარჯვებით, რომელსაც მოვიპოვებთ თუნდაც, სიკვდილის ფასად დამიჯდეს, ჩემი შვილი იამაყებს. ზუსტად ეს მაძლიერებს. არ არსებობს არც შიში და არც თქვენი რიდი.

უახლოეს დღეებში თუ ხელისუფლება ნაბიჯს არ გადადგამს, ხედავთ ყველა ქალაქში იმართება მძლავრი საპროტესტო აქციები, ეს გაგრძელდება. ბოლო გაჩერება იქნება დედაქალაქში – თბილისში მთელი საქართველო ჩავალთ და ისტორიულ უსამართლობას წინ აღვუდგებით, ეს არ არის მუქარა, ეს არის პატრიოტების წრფელი სიტყვები, წინ აღვუდგებით უსამართლობას”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

იტვირთბა....