ახალი ამბები

წილოსანის თქმით, ხოშტარია შიმშილობით სახელმწიფოს და საზოგადოებას აშანტაჟებს

ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობის გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, ხოშტარია თავისი გადაწყვეტილებით აშანტაჟებს საზოგადოებას და სახელმწიფოს.

“ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ის შიმშილობს. რას აკეთებს ამით, თუ ის აშანტაჟებს საზოგადოებას და სახელმწიფოს, ნამდვილად ვერ მოვუწონებ. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე სხვა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე, პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....