ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: მინდა, ოცნების ხელმძღვანელებს მივმართო, გამითავისუფლეთ ჩემი მძევალი პრეზიდენტი

ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი ანზორ მელია ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს.

როგორც მელიამ ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა, ოპოზიცია ბრძოლის დათმობას არ აპირებს.

“მინდა, ოცნების ხელმძღვანელებს მივმართოთ, დავუშვათ, ჩაატარეთ დემოკრატიული არჩევნები, მოიგეთ ყველაფერი, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანას, რაც ეკადრება ისე მოიქეცით – გამითავისუფლეთ ჩემი მძევალი პრეზიდენტი და ის ბიჭები, რომლებიც ჩვენ ხმას იცავდნენ, რომ შეაგდეთ ჯურღმულში. ღარიბაშვილს მივმართავ, რომ გამოდიხარ იქ, რაღაც სამიტზე და თავი მოგწონს ხალხით, თქვენ წინააღმდეგ არის, თქვენს კანონებს არ ვემორჩილებით და არც დავემორჩილებით.

ზუგდიდი არის გმირი ხალხის ქალაქი, ის გააკეთებს ყველაფერს. ახლა დრო არ არის, რომელ პარტიას მიეკუთვნება ადამიანი, ახლა მთავარია, რომ გავერთიანდეთ ყველანი, ყველა პარტია, საქართველოა გადასარჩენი. მითხრას მთავრობამ, რომელი დარგი ააყვავა საქართველოში? – ყველა ძირს ვაგდივართ. არ შეიძლება ასე, გეყოფათ რაა! მესამედ არჩევა არ გამიგია არსად. იცოდეთ, რომ ჩვენ ბრძოლას არ დავთმობთ. მე ზუგდიდელი ვარ თავიდან ბოლომდე”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 34-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატებისა და პირადი ექიმის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში ყოფილი პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში არსებულ საავადმყოფოში განხორციელდება.

იტვირთბა....