ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი მიშას შეწყალებაზე: არა და არასოდეს!

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია.

როგორც პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ის სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.

“ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია – არა და არასოდეს! ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის ქვეყანაში შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 34-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატებისა და პირადი ექიმის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში ყოფილი პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში არსებულ საავადმყოფოში განხორციელდება.

იტვირთბა....