ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი ემიგრანტებს: გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს მიმართავს და მადლობას უხდის.

სააკაშვილი თხოვნით მიმართავს იმ ემიგრანტებს, რომლებიც საქართველოში ჯერ არ დაბრუნებულან, ჩამოვიდნენ და აჩუქონ ერთი დღე ქვეყანას.

“დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და დგას ჩემს ციხესთან. ვინც მთელ მსოფლიოში აწყობს აქციებს. ახლა მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება. თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება. თუ ჩამოხვალთ მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ”, – აღიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართვა მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გააცნო.

იტვირთბა....