ბორჯომში მე-12 კლასელმა სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თვითმკვლელობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გარდაცვლილი ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლაში სწავლობდა.