ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხვიჩია სააკაშვილზე: მისი განცხადებები ციხიდან გამოყვანაზე ძალიან გასაგებია, უბრალოდ, პრობლემას გამოყვანა წარმოადგენს

სააკაშვილის განცხადება, ციხიდან გამომიყვანეთ და ახალ არჩევნებს დავნიშნავო, ძალიან გასაგებია, უბრალოდ, პრობლემას გამოყვანა წარმოადგენს,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილზე, რომელშიც სააკაშვილი აცხდებს:  „ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას“.

„ისეთი ამბავი თუ მოხდა, რომ ციხეში ხალხი შევარდა და მიხეილ სააკაშვილი იქიდან ტრიუმფით გამოიყვანა, მგონი, ათი დღეც ბევრია, მგონი, უფრო მალე უნდა მოხდეს ხელახალი არჩევნების დანიშვნა.

მოცემულობა, რომ ციხიდან გამომიყვანეთ და ახალ არჩევნებს დავნიშნავ, ძალიან გასაგებია, უბრალოდ, პრობლემას გამოყვანა წარმოადგენს.

გააჩნია, ოპოზიცია როგორ დაორგანიზდება და მოსახლეობას როგორ აჩვენებენ სურვილს, რომ მათ გვერდში დაუდგნენ სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად, ამ გეგმის მიმართ სკეპტიკური ვარ, მაგრამ ამ მცდელობას ვერავის დავუშლი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იტვირთბა....