ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტთან აქციაზე ხმაური იყო, მოქალაქეების თქმით, მათ კარვების გაშლის უფლება არ მისცეს

პარლამენტის წინ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ხმაური იყო. როგორც აქციის მონაწილეები ჟურნალისტებთან ამბობენ, მათ კარვების გაშლის უფლება არ მისცეს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე მანქანაში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა. უცნობია, დააკავეს თუ არა ის.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტობერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. ის პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 1 თვე რაც შიმშილობს.

იტვირთბა....