ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაინდრავა: გონების დაბნელების გარდა, სხვა არაფრით ახსნება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 7 ნოემბერს მიტინგი დანიშნა

თუ არა გონების დაბნელებით, სხვა არაფრით შეიძლება ახსნა, რომ 7 ნოემბერს ნაციონალურმა მოძრაობამ მიტინგი დანიშნოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განუცხადა.

“ღმერთის ყველაზე დიდი სასჯელი ადამიანისთვის გონების დაბნელებაა და ზუსტად ეს სასჯელი აქვს ნაციონალურ მოძრაობას. სხვა არაფრით შეიძლება ახსნა, რომ 7 ნოემბერს მიტინგი ჩანიშნეს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ადგილობრივ არჩევნებში მათ აბსოლუტურად გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს. ოპოზიციაში ყოფნის ათი წლის თავზე წააგეს ყველაფერი, რისი წაგებაც შეიძლებოდა. მძიმე ვითარებაში მათ ყოფნაზე მეტყველებს ისიც, რომ მთავარი არხის ეთერიდან ეგზიტპოლებზე სრული სიცრუე მოდიოდა, რაც კარგად იცოდა თავად მელიამაც, მაგრამ მაინც ზეიმობდნენ. ქართულმა საზოგადოებამ რაც შეიძლება მალე უნდა მოიშოროს ეს პოლიტიკური წუმპე, სადაც ნებაყოფლობით ჩახტნენ სხვა ე.წ. ოპოზიციური პარტიები. მთლიანად არის ამოწურული ბოროტების რესურსიც კი, რომელიც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას. გუშინდელმა აქციამ ეს გვაჩვენა. თავში საერთოდ როგორც უნდა მოგივიდეს, რომ 7 ნოემბერს დანიშნო მიტინგი. სადა ხარ საერთოდ, რა მდგომარეობაში ხარ საერთოდ. უფრო საინტერესო იყო პოლემიკა, რომელიც მათ შორის იმის მერე ატყდა, რაც ელენე ხოშტარიამ იკივლა. ყოვლად დაუშვებელია, რომ ნაციონალური მოძრაობა 7 ნოემბერს აქციებს მართავდეს, მაგრამ ეს რეალობაა და ვერ გავექცევით“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

იტვირთბა....