ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მაჭარაშვილი: რამდენჯერაც არჩევნებს წააგებს ოპოზიცია, გამოდიან ქუჩაში, გაბუტულები დარბიან და აწყობენ დესტრუქციას

ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოება ძალიან დაიღალა ოპოზიციის სიჯიუტით და გამოხტომებით.

მისი თქმით, მათი ოპონენტები რამდენჯერაც არჩევნებს წააგებენ, ქუჩაში გამოდიან და დესტრუქციას აწყობენ.

„საზოგადოება ძალიან დაიღალა ოპოზიციის ასეთი სიჯიუტით და გამოხტომებით, რომ რამდენჯერაც წააგებს არჩევნებს, რამდენჯერაც საერთაშორისო პარტნიორები იტყვიან, რომ ლეგიტიმურია ეს არჩევნები და საზოგადოებაც ლეგიტიმაციას მისცემს არჩევნებს და წააგებენ, ამის მერე გამოდიან ქუჩაში, გაბუტულები დარბიან და აწყობენ დესტრუქციას და ა.შ. მობეზრდა საზოგადოებას ეს ყველაფერი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ თითქმის ყველა თვითმმართველ ქალაქში გაიმარჯვა, კოალიციურმა ოპოზიციამ თბილისსა და რეგიონებში აქციები დააანონსა.

იტვირთბა....