ცოტნე გამსახურდია ფეისბუქზე პოსტს ფოტოსურათთან ერთად აქვეყნებს:
“სამი მინისტრის – თავდაცვის, განათლების და ევროინტეგრაციის – სამი ვერტმფრენი! ერთში ვერ ჩაეტეოდნენ, იმხელა ტრაკები აქვთ გაზრდილი… ისე, ამ გახსნილი “ორასი ქარხნიდან”, ერთი როგორ არ აღმოჩნდა ამ უბედურ პანკისის ხეობაში? ან რა გზავნილები ჩაიტანეს ასეთი მნიშვნელოვანი? ეფექტურად მუშაობს ახალი მთავრობა, ვერაფერს იტყვი, მოკლედ”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, ქეთი დუმბაძე დღეს პანკისის ხეობას ესტუმრნენ. მთავრობის წარმომადგენლები პანკისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. სოფლის მცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ მთავრობის წარმომადგენლებს კითხვა-პასუხის რეჟიმში გასაუბრებოდნენ. თავდაცვის სამინისტრო კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრში ქართულის და ინგლისურის მასწავლებლებს მიავლენს. ხოლო, კულტურის სამინისტრო “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის” ბიბლიოთეკას საჩუქრად თანამედროვე ქართველი მწერლების წიგნებს გადასცემს.