aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: მჯერა, ამ არჩევნებით დავასრულებთ პოლიტიკაში დესტრუქციას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 30 ოქტომბრის არჩევნებით საბოლოოდ დასრულდება დესტრუქცია ქართულ პოლიტიკაში.

მისი თქმით, ის ქალაქისა და ქვეყნის საქმის კეთებას ახალი ენერგიით შეუდგება.

“ამ არჩევნებით მჯერა, ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ერთმანეთის  და ქვეყნის მტრობაში გადაზრდილ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს. ჩვენს ქვეყანას არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს ამაზე დასაკარგი დრო. ჩვენ ახალი ენერგიით და ახალი მომავალზე კიდევ უფრო ორიენტირებული მიზნებით და მიდგომებით წარვდგებით საზოგადოების წინაშე და ახალი ენერგიით შევუდგებით ამ ქალაქისა და ქვეყნის საქმის კეთებას”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თბილისში მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში დათვლილია ყველა უბანი.

იტვირთბა....