aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისში დათვლილია ხმების 100%: კალაძე – 55.603%, მელია – 44.397%

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თბილისში მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში დათვლილია 769-ვე უბანი.

მათივე მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს ხმების 55.603%, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ნიკა მელიას ხმების 44.397% აქვს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები სრულად იხილეთ ლინკზე.

იტვირთბა....