ახალი ამბები მსოფლიო

ტერორისტს საქართველოს მოქალაქეობის ყალბი საბუთი ჰქონდა

გამოცემა “შპიგელ ონლაინი”-ს ინფორმაციით, ტერორისტი ვალიდ სალიჰი, რომელმაც ხუთშაბათს ნაჯახით ხელში სცადა პარიზში, პოლიციის განყოფილებაში შეჭრა და  ტერაქტის მცდელობის დროს მოკლეს, სხვადასხვა ქვეყნის საბუთს იყენებდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა მითითებული.

 

ვალიდ სალიჰს საბუთებში ხან სირიის, ხან მაროკოს, ხან კი საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა მითითებული, თუმცა, გერმანიაში თავშესაფარი მან ვერც ერთი მცდელობისას ვერ მიიღო, რის შემდეგაც პარიზში აღმოჩნდა.

იტვირთბა....