aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა

ხახალეიშვილი: ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ქუთაისში ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.

მისი თქმით, ოპონენტების მხრიდან მის მიმართ წარმოებული შეურაცხყოფის მიუხედავად, საარჩევნო კამპანია ბოლომდე მიიყვანა.

“ჩვენ ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ გუშინ და ეს გამარჯვება უკვე ოფიციალურად გამოცხადებული არის ცესკოს გვერდზე. არჩევნების გარემო იყო ძალიან ცუდი გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ოპონენტების მიერ ჩემს მიმართ წარმოებული კამპანიით, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ზოგადად, ქალაქისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, შევძელი ის, რომ ბოლომდე მივიყვანე ჩემი საარჩევნო კამპანია ისე, როგორც ამ ქალაქს შეშვენის და ჩემს ოჯახ შეშვენის”, – განაცხადა ხახალეიშვილმა.

ცნობისთვის, ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, ქუთაისში დათვლილია ხმების 100%, რომლის მიხედვითაც, იოსებ ხახალეიშვილს 51.64%, ხატია დეკანოიძეს კი 48.36% აქვს.

იტვირთბა....