ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

მდინარაძე: სასიამოვნოა, როცა დაღლას და შრომას გამარჯვების სიხარული მოსდევს

[su_quote]ჩაიარა დამღლელმა დღემ და მართლა სასიამოვნოა, როცა ამ დაღლას, ამ შრომას, პარტიულ მენეჯმენტს მოსდევს ხოლმე გამარჯვების სიხარული და მართლა ვულოცავ გულწრფელად ყველა ჩვენს მხარდამჭერს და არამხოლოდ მათ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ყველა გამარჯვებას ზეიმობს, ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, ასეთი ტრადიცია გვაქვს ბოლო პერიოდში, მაგრამ ის მონაცემები, ცოტა სერიოზულად რომ ვთქვათ, რაც გვაქვს პარტიული ხაზით, შემდეგ ეგზიტპოლით, ახლა გაცილებით უფრო ახლოს არის ერთმანეთთან, პრაქტიკულად იდენტურია, სხვა დროს მთლად ასე არ იყო, რატომღაც უფრო მეტი განსხვავება იყო ხოლმე, მაგრამ მთავარია ცესკოს მონაცემები და ნამდვილად მჯერა, რომ ცესკოს მონაცემებიც იგივე იქნება პრაქტიკულად, მაგრამ იქ, სადაც ცდომილების ზღვარშია, ორი კანდიდატია სულ, იქ დაველოდოთ კარგად, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ დამაჯერებლად და ეს იქნება არამხოლოდ ჩვენი გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება[/su_quote]

ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....