ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია ზუგდიდელებს: ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი – მერწმუნეთ, გავამართლებ თქვენს ნდობას

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

როგორც მელიამ აღნიშნა, ის აუცილებლად გაამართლებს ზუგდიდელების ნდობას.

“დიდი მადლობა ჩემო ზუგდიდელებო იმ მხარდაჭერისა და სიმამაცისთვის, რაც დღეს გამოიჩინეთ. მერწმუნეთ, რომ მე ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი. კანდიდატსაც მივმართავ, რომ მისი მერიც ვიქნები და დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო. მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელიც 2 თვის განმავლობაში არ მომშორებია გვერდით და იბრძოდნენ გამარჯვებისთვის. მადლობა მინდა მოვახსენო ჩემს უძვირფასეს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ იმ თანადგომისთვის და სიყვარულისთვის, რასაც მე ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში, მადლობა ყველას და მერწმუნეთ, მე გავამართლებ თქვენს ნდობას”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა.

იტვირთბა....