ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: მიუხედავად ძალადობისა და ზიზღის ფრქვევისა, არ ეყოთ, გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, მიუხედავად ძალადობისა აღცევნებში ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა.

მისი თქმით, დღეს ქართული ოცნება პოლიტიკისგან კილომეტრებითაა დაშორებული.

“ჩვენ დღის განმავლობაში ყველამ ვიხილეთ, რა არის ქართული ოცნების სახე, მე თვითონაც მძულს უკვე ეს ფრაზები, თითქოს ვამკობ ხელისუფლებას როცა ვსაუბრობ, რომ ისინი არიან მოძალადეები, მაგრამ ფაქტის კონსტანტირებას ვახდენ უბრალოდ. დღეს ოცნება საერთოდ მარცხნივ არის, კილომეტრებით დაშორებულია პოლიტიკისგან. პრეტენზიაც არ აქვთ რომ პოლიტიკურ პროცესში იყვნენ, თავიდან ბოლომდე ძალადობით, პროკურორებით, პოლიციელებით, ვითომ კრიმინალებით, ვითომ ძველი ბიჭებით ატარებენ არჩევნებს. მიუხედავად ყველაფრისა, მათი ძალადობისა, მათ მიერ ზიზღის ფრქვევისა, არ ეყოთ, გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა.

იტვირთბა....