ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია: სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის

პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის.

მისი თქმით, მთავრობას მეტი გონიერება მართებს, რომ ეს ტრაგიკომედია არ გახდეს.

“სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, ეს იყო ორგანიზებული კომედია, რომელიც არჩევნების წინა დღეს მოგვიწყვეს. ეს ყველაფერი გადაივლის და ქართველი ამომრჩეველი დაფიქრდება ეს როგორ ხდებოდა. მთავრობას მეტი გონიერება მართებს, რომ ეს ტრაგიკომედია არ გახდეს. რა თქმა უნდა, მიშა სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო აპარატმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე არ უნდა იზრუნოს. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხა, ისე არ გააკეთონ, რომ სახელმწიფო და ქვეყანა დააზიანონ”, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა დაკავების დღიდან შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....