სახლი ინდოეთში მდებარეობს. მისი ღირებულება $ 1 მილიარდია. მფლობელი მუკეშ ამბანი, რომლის ქონებაც $ 20.8 მილიარდს აჭარბებს და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებში მე-5 ადგილი უკავია.
სახლი 27 სართულიანია. ფაქტობრვად, საცხოვრებელი კორპუსი.
9 ლიფტი, 6 ავტოსადგომი, აუზები, აივანზე გაშენებული ბაღები, ტაძარი, ჯანმრთელობის სპა, თოვლის ოთახი, ნაყინის ოთახი, სალონი, 50-ადგილიანი კინოთეატრი, სამეჯლისო ოთახი, სპორტული დარბაზი, ღია და დახურული ბარი, 600 თანამშრომლისთვის საკუთარი დასასვენებელი ოთახი… ეს მცირე ჩამონათვალია ამ ზღაპრულად მდიდრული სახლის მონაცემების. შენობა აგებულია ისე, რომ 8 ბალიან მიწისძვრას გაუძლოს.