ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუდაურში სრიალის დროს 14 წლის გოგონა გარდაიცვალა

გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა, რა დროსაც, ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ერთი ახალგაზრდა კი დაშავდა.

როგორც „ინფო 9“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, თოვლზე სრიალის დროს, 14 წლის გოგონა გარდაიცვალა და 19 წლის ბიჭი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით, საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მძიმედ დაშავებული გოგონას თბილისში გადმოსაყვანად გუდაურში ვერტმფრენი გაფრინდა. თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც „ინფო 9“-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

წყარო: info9.ge
იტვირთბა....