კლინიკა „ჰეარლაინ ინტერნეიშენალი“ 2005 წელს დაფუძნდა და დაფუძნების დღიდან კლინიკა ერთ-ერთ მოწინავე გახდა, როგორც საქართველოში , ასევე, საერთაშორისო დონეზე.
კლინიკა ჰეალაინ ინტერნეიშანლის ერთ-ერთი დამფუძნებელია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ თამაზაშვილი, რომელიც გახლავთ თმის ტრანსპლანტაციის დარგის დამაარსებელი საქართველოში. თმის ტრანსპლანტაციაში მომუშავე ყველა წამყვანი ექიმი-ტრანსპლანტოლოგი, არა მარტო“ ჰეალაინ ინტერნეიშნლში“, არამედ ყველა სხვა თმის გადანერგვის კლინიკშიც( საქართველოში)-მისი აღზრდილია.
კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშანლი“ დასაწყისიდანვე იყო ახალი სიტყვა თმის ტრანსპლანტოლოგიაში, რომლითაც პროფესორი თ.თამაზაშვილი მისი გუნდთან ერთად, საზოგადოების წინაშე წარსდგა თმის გადანერგვის სფეროში მსოფლიოში არსებული მოწინავე ტექნოლოგიებით, საკუთარი მრავალწლიანი პრაქტიკის და კვლევების შეჯამების შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგებით.
“დაარსების დღიდან ჩვენ ი მიზანია თმის გადანერგვის მიმართულებით სამკურნალო-სამეცნიერო საქმიანობის უწყვეტი წარმართვა -ამ დარგის მუდმივი „გაუმჯობესება, „რომელიც პრიველ რიგში მიწოდებულ სერვისში აისახება და კომფორტული ხდება პაციენტებისთვის”,- ამბობს ირაკლი ბებიაშვილი.
თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრ „ჰეალაინ ინტერნეიშალის“ დირექტორი, პლასტიკური ქირურგი და ზოგადი ქირურგი 28 წლიანი გამოცდილებით „საქართველოს თმის ტრანსპლანტოლოგიის და ტრიხოლოგიის ასოციაციის „ და კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშენალის „ თანადამფუძნებელი.
რატომ ჰეალაინ ინტერნეიშენალი?
კლინიკაში პაციენტების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა, მუდმივად აქვთ იმის შვგრძნება, მონაწილეობას იღებენ წარმატებული ისტორიების შექმნაში და ამას როგორც ექიმები, ასევე, პაციენტებიც აღნიშნავენ. ჰეალაინის გუნდის წარმატება განპირობებულია თანამშრომელთა მაღალი პროფესიონალიზმით და მათ მიერ საუკეთესოდ განხორციელებული სერვისებით . რაც დასტურდება მინიჭებული „ „ხარისხის“ სერთიფიკატით.
თმის გადანერგვის და თმის ცვენის მკურნალობის მეთოდები რომელსაც კლინკა იყენებს :
თმის გადანერგვა უნაკეროდ (FUE)– advance FUE მეთოდით, გრძელი თმის გადანერგვა(LHT), თმის შეჭრის გარეშე გადანერგვა no shave FUE, თმის გადანერგვა სხეულიდან(BHT), წარბის,ულვაშის და წვერის გადანერგვა , იმპლანტერებით გადანერგვა(DHI), ნაწიბურებში გადანერგვა.
ტრიქოლოგიური პროცედურები-მეზოთერაპია, PRP,თმის ფილერი და ბუსტერი
ზ/ა მეთოდების უპირატესობები:
- თმის დაზიანებათა კომპიუტერული დიაგნოსტიკის მეთოდი, მისი საშუალებით წარმოებს გადანერგვამდე თმის დაზიანების ხარისხის სრულყოფილი განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში პაციენტთა შესაბამისი მომზადება თმის ტრანსპლანტაციისათვის, რაც გამორიცხავს წინასწარი შესწავლის გარეშე შაბლონურად თმის გადანერგვის ჩვენების განსაზღვრას და არასაჭირო მანიპულაციების ჩატარებას.
- -თმის ფოლიკულური გაერთიანებების- გრაფტების ტანსპლანტაციის ატრავმატული მეთოდი, იგი მნიშვნელოვნად ამარტივებს თმის გადანერგვის პროცედურას და გამორიცხავს თმის ფოლიკულების დაზიანებას, რასაც ადგილი აქვს ზოგიერთ სხვა კლინიკებში .
- თმის გადასანერგად საჭირო მიკროხვრელების ფორმირების მეთოდი, რომლითაც გარანტირებულად ხდება სათანადო სიხშირის (50-64გრაფტი/სმ/2-ში,რაც იგივეა 125-160 თმის ღერი/სმ/2-ში) მიღწევა სარეციპიენტო ზონაში.
- თმის ტრანსპლანტაციის 4 ასისტენტიანი კონვეიერული მეთოდი, მხოლოდ ამ სისტემის გამოყენებით გახდა შესაძლებელი ფართო მასშტაბიანი თმის ტრანსპლანტაციის ( 4000 გრაფტი და მეტი) წარმოება ხანმოკლე პერიოდში (4-5 სთ-ში). კლინიკებში სადაც არ გამოიყენება აღნიშნული სისტემა, ანალოგიური მასშტაბის თმის გადანერგვისათვის აუცილებელია 8-10 სთ, რაც მეტად დამღლელი და არაკომფორტულია პაციენტისათვის.
- თმის ფოლიკულების შემცველი გრაფტების პრეზერვაციის მეთოდი. აღნიშნული მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ზრდის თმის ფოლიკულების სიცოცხლისუნარიანობას, ამჟამად დანერგილია და ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს უმრავლეს კლინიკებში.
- კომპრესიულ-ჰემოსტატიკური მისი გამოყენებით შესაძლებელი გახდა დიდი რაოდენობით თმის გადანერგვების ჩატარება სისხლდენის რისკის მქონე პაციენტების ჯგუფში ( მაგალითად დაქვეითებული სისხლის შედედების, ჰიპერტონიის და სხვა შემთხვევებში).
- თმის გადანერგვის შემდგომი სახის შეშუპების პროფილაქტიკისათვის მსოფლიოს კლინიკებში ფართოდ გამოიყენება მედიკამენტოზურ საშუალებათა სხვადასხვა კომბინაციები. ამ მიზნით ჩვენ მივმართავთ ISHRS-ის რეკომენდაციებს. (თმის გგადანერგვის ქირურგთა საერთაშორისო ასოციაცია- თმის გადანერგვის დარგში მთავარი ექსპერტული ორგანიზაცია მსოფლიოში)
- მიკროხვრელების რაოდენობაზე პაციენტის მიერ კონტროლის მეთოდი. მსოფლიოში არსად არ არსებობს გადანერგილი გრაფტების რაოდენობაზე პაციენტის მიერ კონტროლის მეთოდი, თუმცა არსებობს მიკროხვრელების რაოდენობის განსაზღვრის მეთოდი.
- თმის ცვენის შემაჩერებელი კომპლექსური სამკურნალო-პროფილაქტიკური მეთოდი შემუშავებულია თმის გადანერგვის განყოფილების თანამშრომელთა მიერ, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ მიდგომას ყველა პაციენტისადმი, კომპლექსურ გამოკვლევას, თმის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას, მიკროელემენტების ბალანსის დადგენას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება თმის მოვლისა და სამკურნალო საშუალებების შერჩევა.
ჰეარლაინის მიერ თმის განადერგვის პროცედურის შედეგები:
კომპანია „ჰეალაინ ინტერნეიშნლის „ მსოფლმხედველობა-
ესთეტიკურ მედიცინაში სამკურნალო-სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა, კომპანიას დაარსების დღიდან აქვს აქტიური მოქალაქეობის ჩამოყალიბებული დოქტრინა, რომლის მიხედვითაც ხდება – სოციალურად დაუცველი ოჯახების, მოხუცებისა და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის დახმარება , – დახმარება ონკოლოგიური პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მკურნალობაში ,- ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პროპაგანდა . ასევე მათ პრიორიტეტში შედის, ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის დაცვის და პროპაგანდის მხარდაჭერა და ა.შ.
თმის გადანერგვის სფეროს გარდა „ჰეალაინ ინტრნეიშნლი“ წარმატებულად ახორციელებს სამედიცინო სერვისებს სხვა დარგებშიც:
დერმატოლოგია- კანის დაავადებების დიაგნოსტიკა -მკურნალობა
კოსმეტოლოგია-სახის წმენდა, პილინგი,ინექციური პროცედურები, აპარატული კოსმეტოლოგია
პლასტიკური ქირურგია – ოპერაციების სრული სპექტრი
ესთეტიკური გინეკოლოგია-ოპერაციული და ინექციური პროცედურების სრული სპექტრი
ალერგოლოგია-იმუნოლოგია- (მედიკამენტებზე კანის ალერიული „პრიკ და ინტრადერმალური“ ტესტირების ჩათვლით).
და ბოლოს „ ჰეალაინ ინტერნეიშნლში“ ფიქრობენ, რომ მათი პაციენტების წარმატება არის მათი კლინიკის მომავალი , ამიტომაც ითვლებიან ლიდერ კლინიკად საქართველოში.