ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

„არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ეს ომი“ – დონალდ ტრამპი უკრაინას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა.

ტრამპის თქმით, ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო, არამედ უნდა დადებულიყო გარიგება.

„ვფიქრობ, რომ მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი. დღეს გავიგონე: „აჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“. კარგი, სამი წელია იქ ხართ. სამი წლის განმავლობაში უნდა დაგესრულებინათ. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ის. შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა საუდის არაბეთში მისი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შეფასა.

„შეხვედრა ძალიან კარგი იყო. რუსეთს რაღაცის გაკეთება სურს, უნდა ბარბაროსობის შეჩერება. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება“, – განაცხადა მან.

იტვირთბა....